LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს – ეს არის პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი

70
ენტონი ბლინკენი

„რაც ახლა უკრაინაში ხდება ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დღითი დღე ცხადი ხდება, რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება.

ბლინკენი რუს ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ დიპლომატიის კარი ღიაა.

„ასევე ეწინააღმდეგებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის აგზავნიდნენ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანი მიმართვაში ასევე ამბობს, რომ რუსებიდან ამ ომში მონაწილეობა ბევრს არ სურს.

„თქვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, ამერიკელებს და სხვა ხალხს, სურს იგივე საბაზისო რამ: კარგი სამსახური, სუფთა ჰაერი, წყალი და შანსი, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო სამეზობლოში იზრდებოდნენ.

გაგზავნოთ ისინი კარგ სკოლებში, მისცეთ მათ უკეთესი ცხოვრება, ვიდრე თქვენ გქონდათ. როგორ დაგეხმარებათ პრეზიდენტ პუტინის არაფრით პროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ამ ყველაფრის მიღწევაში? როგორ გააუმჯობესებს ეს თქვენს ცხოვრებას?“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს ლიდერობის დემონსტრირება სურს. ბლინკენს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნება უნდა დართოს რუს სამხედროებს, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

„შეერთებული შტატები განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას. ჩვენ დიპლომატიისთვის კარს ღიას ვტოვებთ. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, საერთაშორისო სასამართლოს მიმართა – პუტინი მსგავსი საზარელი ქმედებების ჩადენას დაუსჯელად ვერ შეძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g