LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდსიტუაცია საგანგაშოა…თუ ვაქცინაცია აქტიურად არ წავა, ეპიდსიტუაციას გრძელვადიანად ვერ დავასტაბილურებთ: ალექსანდრე გოგინავა

291
გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ეპიდემილოგიურ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა, როგორც ინფიცირებულების, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი.

მისივე განმარტებით, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გრძელვადიანად ვერ დასტაბილურდება.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა. ძალიან ცუდია, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, მკვეთრად მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამ. შესაბამისად, გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელიც, რაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის გარეშე, ჩვენ ლეტალობას ვერ შევამცირებთ. თუ ვაქცინაცია აქტიურად არ წავა, ეპიდსიტუაციას გრძელვადიანად ვერ დავასტაბილურებთ, ყოველთვის გვექნება, გარკვეულ პერიოდებში, სიკვდილიანობის ზრდის რისკები“, – აღნიშნავს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

პოპულალურები