ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს.
საქართველოში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი გაიტაცეს.
ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ ვაჟა გაფრინდაშვილს სეპარატისტების მიერ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. სეპარატისტები აცხადებენ, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის დაკავება “ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ვითარებას”,- წერს New Yourk Times.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს
ექიმზე ფიზიკურ ზეწოლა არ განუხორციელებიათ და მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია.
გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.