LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია – ფხაკაძემ გადაიტანა კორონა…“

3384
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ ის ლაივ-ჩართვაში ჰყვება:

„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია. ფხაკაძემ გადაიტანა კოვიდი. რა თქმა უნდა, უნდა აიცრათ. მეოთხედ მინდოდა აცრა, მაგრამ საფრანგეთში არის კანონი, რომ 60 წელს უნდა იყო გადაცილებული და არაო, ან უნდა გქონდეს ქრონიკული დაავადება, ან იმუნური პრობლემა, მაშინ გიკეთებენ მეოთხე დოზას. ვარ 45 წლის. შესაბამისად, არ გამიკეთეს, ძალიან ვნანობ. მეოთხე დოზა რომ მქონოდა, აშკარად დაცული ვიქნებოდი. ჩვენ უკვე ვხედავთ მკაფიოდ, ბოლო დოზიდან ხუთი-ექვსი თვის შემდეგ დაცულობა კოვიდისგან ვარდება. ჩემი კლასიკური მაგალითი – სამჯერ აცრილ კაცს ბე-5 დამემართა. ბე-5 ვარიანტი იმით არის ვერაგი, ოთახში თუ არის ერთი ადამიანი აქტიურად ინფიცირებული, ყველას დააინფიცირებს, ეს ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვინც აცრილია, ძალიან იოლად გადააქვს, ერთი დღე მქონდა დისკომფორტი. სხვა მეგობრებსაც და კოლეგებსაც – უმრავლეს შემთხვევაში, ვინც სამ-ოთხჯერ არის აცრილი, ძალიან მსუბუქად აქვთ, ზოგი ვერც კი იგებს, რომ არის ინფიცირებული. ასიმპტომურად მიდის. კარგი ამბავი ის არის, რომ თბილისში ჩამოვალ. საქართველოში ცოტა საშიში იყო ჩამოსვლა…“

“კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო, საქართველოში – კოვიდის ანუ მეტსახელად ცნობილი “სეზონური ვირუსის” მორიგი ტალღა” – გიორგი ფხაკაძე

მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“ … ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! – ფხაკაძე

Posted by Giorgi Pkhakadze on Wednesday, June 22, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g