LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო – მაკო გომური

285
a1567089171

20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო? “, – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა შესახებ განხილვა გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მაკო გომურს, ასევე გიორგი სულიაშვილს და კიდევ 14 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები