LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებს” რუსეთში არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

79
Untitled design

რუსეთში ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებს თანამდებობის დაკავების მიზნით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ – შესაბამის ინიციატივას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 ივნისს მოაწერა, შედეგად კი როგორც ექსტრემისტულად გამოცხადებული დაჯგუფებების ხელმძღვანელებს, ასევე ამ ორგანიზაციის წევრებს არ ექნებათ უფლება, სახელმწიფო დუმაში მანდატი მოიპოვონ ან სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება ყველა სახის არჩევნებს, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროსაც.

კანონპროექტი მოიცავს პუნქტებს, რომელიც განმარტავს, თუ რას გულისხმობს ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა:

◼  ეს არის მხარდამჭერი განცხადებები ექსტრემისტული ორგანიზაციის ან მის მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის შესახებ;

◼  ექსტრემისტული ორგანიზაციის, ან მისი ცალკეული ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა;

◼  ორგანიზაციული, საკონსულტაციო ან სხვა სახის დახმარება ორგანიზაციებისთვის და მისი საქმიანობისთვის.

კანონპროექტის თანახმად, სანქციები არ შეეხება:

◼  მათ, ვინც ასეთ ორგანიზაციებს იმ პერიოდში დაეხმარა, როდესაც არ იყვნენ დაკავებულები ექსტრემისტული საქმიანობით;

◼  მოქალაქეებს, რომლებსაც არ შეეძლოთ სცოდნოდათ, რომ ორგანიზაცია ექსტრემისტულ საქმიანობას ახორციელებდა;

◼  ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ ექსტრემისტული ორგანიზაციის დახმარება არ იყო დაკავშირებული ექსტრემიზმთან.

ფედერაციის საბჭომ შესაბამისი კანონი 2 ივნისს დაამტკიცა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო დღეებში რუსეთის სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის და რეგიონალური საარჩევნო კამპანიის ჯგუფების ექსტრემისტული ნიშნით უკანონოდ გამოცხადებას გულისხმობს. ნავალნის გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონის  მიზანი სწორედ საპარლამენტო არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის ხელის შეშლაა.

პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული და უცხოეთიდან დაფინანსებული პირები, შესაძლოა აგენტებად ჩაითვალონ: კანონპროექტს მხარს რუსეთის ფედერალური საბჭო უჭერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g