LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული და უცხოეთიდან დაფინანსებული პირები, შესაძლოა აგენტებად ჩაითვალონ: კანონპროექტს მხარს რუსეთის ფედერალური საბჭო უჭერს

84
FORTUNA.GE- (9)

ფიზიკური პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა რუსეთის ტერიტორიაზე და ამავე დროს, ფინანსდება უცხოეთიდან, შესაძლოა, უცხოეთის აგენტად ჩაითვალოს.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ აღნიშნულ კანონპროექტს დღეს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

კანონი ფიზიკური პირების საქმიანობის რეგულირებას ისახავს მიზნად. იგივე სტატუსი დაწესდება არაკომერცული არარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვისაც.

როგორც ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლიუბოვ გლებოვამ აღნიშნა, ფედერალურ კანონში შემოდის ისეთი ცნებები, როგორიც არის, ადამიანი, რომელიც ასრულებს უცხოელი აგენტის ფუნქციებს და არარეგისტრირებული საზოგადოებრივი ასოციაცია, რომელიც ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს.

როგორც განმარტავენ, სახელმწიფო სათათბირო აწესებს ჯარიმებს საქმიანობის დარღვევისთვის. ინდივიდი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, შეიძლება უცხო ქვეყნის აგენტად აღიარონ, თუ ის ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსდება უცხოეთიდან ან აგროვებს ინფორმაციას სამხედრო თუ ტექნიკური საქმიანობის სფეროში, ხოლო ეს ინფორმაცია საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ასეთ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება უჩნდებათ – ისინი იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში ფიქსირდებიან და ყოველ ექვს თვეში წარადგენენ ანგარიშს საკუთარი საქმიანობისა და ფინანსების შესახებ.

ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ “უცხოური აგენტის” ფუნქციებს, ვერ დაიკავებენ თანამდებობებს სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები