LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე მეფემ თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და როგორ შეიძლება ყველაზე ნაკლები აცრილი კახელებს გვყავდეს: ხათუნა ზახაშვილი

323
khatuna-zakhashvili-w-h-1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

“ცოტა გაოცებული ვარ ვაქცინის რეგიონული ხარჯვით. ამ ჩემს კახელებს მაინც რა დაგემართათ. თქვენზე ბრძენი, თქვენზე ჭკვიანი ხალხი აბა ვინღა არსებობს. ის მაინც ხომ იცით, საქართველოში პირველად კახელებმა შემოიტანეს ვაქცინა. ერეკლე მეფე იყო, რომელმაც თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ, როგორ შეიძლება ყველაზე ნაკლები აცრილი კახელებს გვყავდეს?!“, – აღნიშნა ხაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო და პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა, ვაქცინის დამატებით დოზებს მარტისა და აპრილის ბოლოს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g