LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერეკლე მეორეს არავის დაცვა არ სჭირდება, საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი დაგვანახებს ჩვენ მომავალს“ – ბაია პატარაია

286
baia-pataraia

ერეკლე მეორის მიმართ ლევან ბერძენიშვილის მიერ გამოქთმულ მოსაზრებაზე უკვე რამდენიმე დღეა კრიტიკა არ ცხრება. დღეს თელავში აქციაც გაიმართა. ამ თემას უფლებადამცველი ბაია პატარაიაც ეხმიანება.

„ერეკლე მეორეს არავის დაცვა არ სჭირდება და ვერც კრიტიკა დააკლებს რამეს.

საკუთარი ისტორიის ცოდნა კი სადღეგრძელოს და მითებს უნდა გასცდეს. ისტორია უნდა ისწავლებოდეს გეოპოლიტიკურ ჭრილში, კრიტიკულად და ანალიტიკურად, რომ რამე ვისწავლოთ ისტორიიდან თარიღების დაზეპირების გარდა. საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი დაგვანახებს ჩვენ მომავალს.

მაგრამ განათლება არ უნდათ ორკებს და ქოცებს, მერე რაღაც სულელურ და შეთითხნილ პროპაგანდაზე კი ვეღარ წამოაგებ ხალხს. კარგია, რომ იმ აქციაზე თავისივე პროპაგანტისტები ყავდათ და მეტი არც არავინ.

პ.ს. ქოცებს შევახსენებ, რომ მეფე ერეკლეს არასდროს შეშინებია ომის და არც ხალხი შეუშინებია “აბა, ომი გინდათ?!” ძახილით. გეორგოგევსკის ტრაქტატი დიდი შეცდომა იყო; აი, ქოცი რომ რუსეთს ეტენება – ეგ უკვე შეცდომა აღარ არის, ეგ ღალატია!“, – წერს პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g