LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები” – მიტროპოლიტი დიმიტრი

91
14post-84-1402004715

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსთან ომში ვაქცინა ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

ისინი, კი ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე.”-წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g