LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ტელეწამყვანი გათხოვდა – ვინ არის მისი რჩეული

663

„პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი, მარიამ ვაშაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ვანიკო ბენიძეა. ის ლექტორი გახლავთ ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტში. ვანიკოს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ის დათა ახალაიას ცოლისძმა გახლავთ.

მარიამისა და ვანიკოს სიყვარულის ამბავი ახალი არ არის, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, ახლა კი ქორწინებით დაგვირგვინდა.

ქორწილში უამრავმა საზოგადოებისთვის ნაცნობმა სახემ მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანი ქალიშვილთან, მარიამთან ერთად, ბახვა ბრეგვაძე, „პირველი არხის“ სახეები, გვანცა დარასელია, რომელიც მარიამის მეჯვარე გახლდათ და სხვანი.

თავად მარიამი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ულამაზესი პატარძლის ტიტულიც მოირგო.

ტელეწამყვანს ვულოცავთ გაბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები