LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთგულმა მომხმარებელებმა „ორი ნაბიჯისა“ და „უნიქარდისგან“ საჩუქრები მიიღეს

323

კომპანიებმა  „ორი ნაბიჯი“ და „უნიქარდი“ ერთგული მომხმარებლები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს.

150 ადამიანს „ორი ნაბიჯის“ 50ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო 10 ყველაზე აქტიურს – ყვარლის ტბის უნიტური 2 ადამიანზე. დასაჩუქრებულები ყვარლის ტბაზე 3-დღიანი ტურით სარგებლობას, წლის განმავლობაში, მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

”დიდი ხანია, რაც ”ორი ნაბიჯის” მომხმარებელი ვარ.  ძალიან მომწონს მათი პროდუქცია და არა მარტო მე,  მთელი ჩემი ოჯახი სწორედ ამ ქსელში ყიდულობს სასურველ პროდუქტს. აქ ყოველთვის დიდი არჩევანია, სისუფთავე, სილამაზე და რაც მთავარია, ხარისხი. დღეს კი, როგორც ერთგულ მომხმარებელს 50-ლარიანი ვაუჩერი გადმომეცა”, – განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ინგა არუთინოვამ.

„უნიქარდი“ და „ორი ნაბიჯი“ 5 წელია წარმატებით თანამშრომლობენ. ბარათის 1.5 მილიონ მფლობელს ქულების დაგროვება თბილისის მასშტაბით „ორი ნაბიჯის“ 65 მარკეტში შეუძლია. „ორი ნაბიჯი“ სახლთან ახლოს მდებარე მარკეტებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია და 2016 წლის ბოლოს 100-მდე მარკეტის გახსნას გეგმავს. ხოლო ”უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები