დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში იქცევა სეზონურ ვირუსად.
ამირან გამყრელიძის შეფასებით, ნორმალური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით მისი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. ამის შესახებ მან” პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას: გამყრელიძე
“პირველი – მაინც მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად, აი მაგალითად, როგორიც გრიპია და უფრო სუსტ ვირუსად. ვაქცინაცია, ალბათ, დაგვჭირდება, ვფიქრობ სეზონური. თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ.
აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება. ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.