LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთმანეთში რას გაარკვევენ, გახარია უფრო მაგარი “ქოცია”, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს: ბოტკოველი

62
გიორგი ბოტკოველი ფორტუნა

“დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდათ, რომ ერთს გადააბრალონ. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ – გახარია უფრო მაგარი “ქოცია”, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.” – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

რატომ არ იქნა გამოყენებული სხვა რბილი საშუალებები? 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო “გაუგებრად დაგეგმილი” გახარიას მხრიდან: კობახიძე

ბოტკოველი კობახიძის გუშინდელ განცხადებას “ქართული ოცნებისთვის” ძალიან სამარცხვინოს, ქვეყნისთვის კი სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ეს განცხადება შესაძლოა იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ:

“მხოლოდ შეიძლება გაგეცინოს ადამიანს ამ განცხადებებზე, თურმე რა ცუდ დღეში ყოფილა “ქართული ოცნება” და რაც დაემართა, ყოველდღიურად რომ მისი რეიტინგი ვარდება, თურმე, ყოფილა გახარიას ბრალი. ეს იცოდნენ, რომ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ გუნდში იყო, არ ლაპარაკობდნენ და მაინც ქება უწევდათ.

სტენოგრამა რომ გავაკეთოთ კობახიძის გუშინდელი განცხადების, ეს შეიძლება იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ. ძალიან სამარცხვინოა “ქართული ოცნებისთვის” და სამწუხაროა ქვეყნისთვის. ის დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდათ, რომ გადააბრალონ ერთს. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ – გახარია უფრო მაგარი “ქოცია”, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.” – თქვა მან.

ბოტკოველი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ცდილობენ, გახარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულად წარმოაჩინონ, რაც მათ შედეგს ვერ მოუტანს:

“როცა გაუჭირდებათ უცებ ახსენდებათ “ბუა”, რომ ამით შეაშინონ მათზე განაწყენებული ამომრჩეველი. ახლაც ცდილობენ, გახარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს.” – თქვა ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g