LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება – გიორგი ბოტკოველი

182
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ნებისმიერი ადამიანის პარტიიდან წასვლა სასარგებლო არ არის, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება“, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით იმედა კევლიშვილის განცხადება.

„ნებისმიერი ადამიანის პარტიიდან წასვლა არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება. ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა

იმედა კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა.

როგორც იმედა კევლიშვილი ამბობს, ის მხარს ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერდა, ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ კი მას არცერთ პარტიულ ღონისძიებაზე აღარ ეძახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები