LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ვერცხლისწყალივით გაიბნენ და როცა სჭირდებათ, შეერთდნენ

121
დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ „ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი საზოგადოებაზე ქუჩაში ნადირობას აგრძელებს, მაგრამ მათ საზოგადოება გაურბის.“

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი აქციას არ შეუერთდა, რადგან იცოდნენ, რომ ამით რეპუტაციულ ზიანს მიიღებდნენ.

თალაკვაძე: ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, აქციაზე მათი ლიდერებიც კი არ მივიდნენ, ეს არის სრული ჩავარდნა, ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო

„ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა, ისტორიულად ძალიან მძიმე, მაგრამ საამაყო დღე საკუთარ აქციად ექცია, რაც იყო 9 აპრილის ფალსიფიცირების მცდელობა და ეს არ გამოუვიდათ.

ოპოზიციის ნაწილს ჭკუა ეყო, რადგან იცოდნენ, რომ საზოგადოება „ნაცმოძრაობას“ არ შეუერთდებოდა და რეპუტაციულ ზიანს მიიღებდნენ, რა ზიანიც „ნაცმოძრაობამ“ მიიღო.

აქციაზე რომ არ მივიდნენ, ამით თავიდან აირიდეს რეპუტაციული ზიანი. რომელია რეალური ოპოზიცია და რომელი ფალსიფიცირებული, დესტრუქციული და კონსტრუქციული, თავად გაარკვიონ.

ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ვერცხლისწყალივით გაიბნენ და როცა სჭირდებათ, შეერთდნენ. მათი თამაში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წინსვლას არ ადგება, მხოლოდ სახელმწიფოს რყევას იწვევს. თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, როდის არიან ერთნი და როდის – ცალკე.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თაკო ჩარკვიანი: დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება, აქ, 2003 წელს რევოლუცია მოხდა, თმის ბეწვი არ ჩამოვარდნია არავის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები