LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება, აქ, 2003 წელს რევოლუცია მოხდა, თმის ბეწვი არ ჩამოვარდნია არავის

139
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

არ მეგულება დიქტატორი, რომლის გამოსწორებაზეც ხალხმა უნდა იზრუნოს. დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გუშინ პარლამენტთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან და „კონსტიტუცია აგვიფეთქეს“.

„მომავალ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, ლაზარე კოქტეილის სროლის გამო დააკავესო. ხალხნო, „მოლოტოვის კოქტეილი“ კი არა, სამშობლოს გვიფეთქებს ვიღაცა ჩარჩი ოლიგარქი. კონსტიტუცია აგვიფეთქეს, 78-ე მუხლი, ანუ ეწინააღმდეგებოდნენ ევროინტეგრაციას. მოდით, მე დამაბრალეთ, მე არ მეგულება დიქტატორი, რომლის გამოსწორებაზეც ხალხმა უნდა იზრუნოს. დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება. აქ, 2003 წელს რევოლუცია მოხდა, თმის ბეწვი არ ჩამოვარდნია არავის. კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩვენი კულტუროლოგიით შინ, ევროპისკენ. ჩვენ ძირძველი ევროპელები ვართ, ჩვენ არსად შევდივართ, ჩვენ ჩვენი ბედუკუღმართობით ჩვენს მდგომარეობას ვიბრუნებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები