LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, ვიყოთ მოკრძალებულად – გამყრელიძე

124
გაყრელიდძე 22

ქვეყანაში არის კორონავირუსის  შემთხვევების სტაბილიზაცია, მაგრამ ეს დამშვიდების არავითარ შესაძლებლობას არ გვაძლევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრებს შემდეგ განცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქებაზე რომ ვიფიქროთ, ამის საფუძველი დღესდღეობით არ გახლავთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან საზოგადოებას მოუწოდა, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში ტესტი გაიკეთონ.

„მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება. გვინდა, რომ ტესტირება ყოველდღიურად  მყარად 20 ათასის ფარგლებში იყოს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, ყველა მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ტესტირება ჩაიტარონ. როგორც იცით, გრიპის ვირუსი გამოჩნდა და ცირკულაცია იქნება ორივე ვირუსის.  ახლა აუცილებელია დიფერენცირება. გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში.  ამიტომ სასურველია დიფერენციული დიაგნოსტიკა. ამის საშუალება ქვეყანაში არის“ – აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ახალ 2021 წელს მოკრძალებულად შეხვდნენ.

„მეორე მიმართვა მინდა გავავრცელო, რომელიც საკმაოდ სერიოზულია. მიუხედავად სტაბილიზაციისა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად. ანუ გავიაროთ განსხვავებულად. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, არ გვინდა თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები. არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები. ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული. საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან. მსოფლიოში პანდემიაა და ჩვენთან სერიოზული ეპიდემიაა. ჩვენთან არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი 2-3 დღეში შეიძლება, წყალში ჩავყაროთ. თუ მოხდა 24 დეკემბრი შემდეგ გარკვეული შემსუბუქება და მოხდა იგივე, რაც შავ პარასკევს ვნახეთ, ამან შეიძლება ახალი წლის შემდგომი პიკები მოგვცეს და ისევ დამძიმდეს მდგომარეობა საავადმყოფოებში.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

    

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები