LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას: ვინ არიან მეუფეები, რომლებიც „ოცნების“ ღონისძიებებს ესწრებიან

293
QUTAISI

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა, უპასუხა, რომ “ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას“.

„ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება, მხარდაჭერისკენ მოწოდება”, – განუცხადა მეუფე შიო მუჯირმა ჟურნალისტებს.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე დაესწრო:

18 სექტემბერს ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ბაგრატის ტაძართან „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებას დაესწრო. მეორე დღეს ის ასევე იმყოფებოდა წყალტუბოში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე.

 

ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას დაესწრო ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონიც. 

 

11 აგვისტოს ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

14 აგვისტოს  დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

 

 

2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას
სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა.

3 სექტემბერს, ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ “ქართული ოცნების” მხარდაჭერის განცდას ქმნის.

ISFED-მა მოუწოდა სასულიერო პირებს თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები