LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ძალიან სახიფათო და სარისკო თამაში ამ მეწყერთან – თეა გოდოლაძე მეწყერზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

90
თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ვაშლიჯვრის მეწყრის ფერდობზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ვიდეო-მასალას აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რაც სავარაუდოდ მეწყრის გამაგრებით სამუშაოებს უკავშირდება.

პირდაპირ ეთერში თეა გოდოლაძე ამბობს, რომ სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს. მისი თქმით, სამუშაოების დროს წამოსული ნასხლეტი სეისმურ რღვევაზეა გაკეთებული.

“ეს არის ძალიან სახიფათო და სარისკო თამაში ამ მეწყერთან. ეს გადაადგილების სიჩქარის შემცირება კი, არა დეფორმაციაა. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ მოძრაობაში მყოფი დავდექით და მოვხსენით, არავინ იცის დაძაბულობისა და წნევის კუთხით რას შეცვლის. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ამისი გაზომვა,” – ამბობს თეა გოდოლაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები