LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე ეს გადაწყვეტილება “შეჭამს”, საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრებულების ადვოკატები

180
გაგნიძის ადვოკატები

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს შიდა ინსტანციების სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩავრებენ.

ყველას ვნახავ პასუხისგებაში მიცემულს ამ უსამართლო გადაწყვეტილებისთვის: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

“მოლოდინი ცალსახად გამამართლებელის გვქონდა, ვინაიდან არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ბიძინა სტურუამ ზეწოლას ვერ გაუძლო. გარდა ამისა, ამას ემატება ისიც, რომ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ალბათ ამჯერად თუ არა, შემდეგ საქმეს დაუფასებენ.

არ გვაქვს ილუზია, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლო რაიმეს შეცვლის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა შიდა, ეროვნულ ინსტანციებს გადავლახავთ და შემდეგ ევროპის სასამართლოს მივმართავთ,” – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 14 მარტს გამოცხადდება

არჩილ გაგნიძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა კი აღნიშნა, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა როგორც მოსამართლე და როგორც ადამიანი, ვერ იარსებებს და “ეს უკანონო გადაწყვეტილება მას შეჭამს.” ადვოკატის თქმით, ამაში საზოგადოება უახლოეს მომავალში დარწმუნდება.

“როგორც ნათქვამია, სამართალი ნელა, ურმით მოდის და აუცილებლად მოვა, თუნდაც 4 და 5 წლის შემდეგ. ორი კვირის ვადაში ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომში უკვე 2 კვირიანი ვადა გვექნება იმისთვის, რომ სააპელაციო საჩივარი მოვამზადოთ,” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.