LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის პიარული ტრიუკი, ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

306
8989

„ქართული ოცნების“თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ სტუმრობისას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტს დროს ასახელებს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის დაპირებების აღარავის სჯერა.

„ეს არის ჩამოსვლის უკვე მე-17 ანონსი. უკვე აღარავის სჯერა და მეც არ მგონია, რომ ამ ანონსს რეალურად შეასრულებს. საზოგადოება მიჩვეულია, რომ მისი მხრიდან მუდმივად ხდება რაღაცის დაპირება მხარდამჭერებისთვის, რაც მერე იწვევს მხარდამჭერების იმედაგცრუებას. საბოლოო ჯამში ალბათ, ასე განვითარდება ამჯერადაც მოვლენები“, აცხადებს კობახიძე.

კითხვაზე, ცვლის თუ არა მოლოდინებს, როდესაც სააკაშვილმა  კიევი – თბილისის ბილეთიც გამოაქვეყნა, კობახიძე პასუხობს:

„ეს არის პიარული ტრიუკი, თუმცა ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა. დანარჩენს  საზოგადოება თვითონ ნახავს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g