LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება“ – ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა იწყება

159
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობას იწყებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისის აეროპორტი მთავრობის მიზნებს ვერ პასუხობს იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბი უნდა გახდეს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ამის საშუალებაც და გამოცდილებაც, რაც მთავარია მიზანი, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. დღეს არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უპასუხებს ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა. მე, აქედან გამომდინარე, მინდა შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება, მაგრამ ეს ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას, მით უფრო, თუ გვინდა გავხდეთ ჰაბი. ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ახალი აეროპორტის აშენება. ასეთი ლოკაცია და ადგილი კი თბილისში არის იდეალური ვაზიანის აეროდრომი.

ამიტომ, ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს. ახლა, ჩვენი მიზანია, ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო სპეციალისტები და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია საერთაშორისო კლასის თანამედროვე აეროპორტის აშენებაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ ძალიან საჭირო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა… ამის მთავარი საფუძველი არის მშვიდობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

magti 5g