LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა… ამის მთავარი საფუძველი არის მშვიდობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

131
ირაკლი ღარიბაშვილი

„აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი მშვიდობა და ის სწორი პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

„აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, ამის მთავარი საფუძველი არის მშვიდობა და ასევე, ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„ეს არის საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება“ – ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა იწყება

მსხვილ ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 899 ლარია, მცირე ბიზნესში კი – 1 369

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g