LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის შეუქცევადი პროცესი“ – თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებაზე

202
fot (4)

„ბევრი კვლევა არ შეესაბამება სტანდარტს, თუმცა ამ ცუდ კვლევებშიც წერია, რომ ეს მონაკვეთი არის მეწყერსაშიში და ნებისმიერი არასწორი ჩარევა გამოიწვევდა მეწყრული პროცესის პროვოცირებას. არ მოხდა ამის გათვალისწინება, ეს საინჟინრო გადაწყვეტილების ბრალია თუ სამშენებლო გადაწყვეტილების ეს არის გასარკვევი,“ – ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ რადიო „ფორტუნას“პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში „დღის თემა“ თეა გოდოლაძე ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და პროგნოზის გაკეთება რთულია.

„არის შეუქცევადი პროცესი. ბევრი კერაა უკვე გახსნილი. პროგნოზები რთული გასაკეთებელია. ეს არის მეწყერსაშიში მონაკვეთი.

ინჟინერმა, თუ შემსრულებელმა კომპანიამ, თუ საინჟინრო ჯგუფმა ეს არ გაითვალისწინა.

რამდენად ექვემდებარება ვითარება გამოსწორებას ეს უნდა გვითხრას გეოტექნიკოსმა ინჟინრებმა“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები