LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ფარცხალაძის, შოთაძის” – აქტივისტებმა პარლამენტთან ბოტასები მიიტანეს

178
tv-pirveli

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გასაპროტესტებლად, სამოქალაქო აქტივისტებმა ბოტასები მიამაგრეს. გენერალური პროკურორობის კანდიდატის წინააღმდეგ აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ, ადგილზე მიიტანეს პლაკატებიც.

“ბოტასები არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ფარცხალაძის, შოთაძის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიტანეთ ბოტასები იმ ფოტოებთან ერთად, რა საქმეებიც გააყალბეს. შევახსენოთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თუ ვის აძლევს უფლებამოსილებას პროკურატურა, ვის აძლევს 6-წლიან მანდატს პროკურატურაში”, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქტივისტები ამბობენ, მათზე საშვი დაშვებულია, თუმცა სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც არაკანონიერია.

შეგახსენებთ, დღეს 17 თებერვალს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები