LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის სრული მარაზმი” – რას ედავებიან ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს

196
35559115-10216576429781136-5851685094447644672-n

სამართალდამცავებმა ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. ის თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველია. უცნობია უკავშირდება თუ არა მისი დაკავება ამ საქმეს. ცნობილია, რომ გამოძიება ოტიაშვილს ცრუ დასმენას ედავება. მას ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება.

მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი, დაკავების შემდეგ მისმა კოლეგებმა მოინახულეს. უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი უფლებადამცველებზე ზეწოლა და შანტაჟია.

„ეს არის სრული მარაზმი, მსგავსად დევნიდა წინა ხელისუფლება, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ანალოგიურად, აგრძელებს დევნას ჩვენი კორპუსის და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რომელიმე ადვოკატის უფლებები იქნას დარღვეული. კონკრეტულად ქალბატონ ნაირას ედავებიან ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი. ჩვენი კოლეგა აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება გისოსებს მიღმა“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კოლეგები ოტიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები