დევნილთა დასახლება „ქართლის“ მცხოვრები და გარდაცვლილი დევნილის მამაკაცის და, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი ძმის თვითმკვლელობის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა და კუთვნილი ბინით არდაკმაყოფილება გახდა.
როგორც ჭირისუფალი მედიასთან ამბობს, ძმა არაადეკვატური არ ყოფილა, როგორც ამას ამბობენ.
მისივე თქმით, ოჯახი კუთვნილ ბინას ითხოვდა.
„ვითხოვდით ბინას, რომელიც გვეკუთვნის. 2 თვეა ასე ვწანწალებთ და ვიქცევით. არავინ არ მოგვაქცია ყურადღება არც მთავრობამ, არც აფხაზეთის მთავრობამ.
აი შედეგიც, ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო, არ ყოფილა ასეთი“,- ამბობს გარდაცვლილის და.
მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. უწყების ინფორმაციით, ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია