LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსებს რეალური პრობლემები აქვთ: ჯო ბაიდენი ხერსონიდან რუსი ოკუპანტების გასვლაზე

69
ჯო ბაიდენი

„ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსებს რეალური პრობლემები აქვთ“, – ასე ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონიდან რუსი ოკუპანტების გასვლას. ჯო ბაიდენის თქმით, „აშშ-მა იცოდა, რომ რუსები ამას გააკეთებდნენ“.

ის ასევე აცხადებს, გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის.

„საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ.

მეორე: მინიმუმ ეს მიგვიყვანს დრომდე, როცა ყველამ უნდა გადახედოს თავის პოზიციებს ზამთრის პერიოდისთვის და გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის”, – აღნიშნა ბაიდენმა.

კითხვაზე, რას გულისხმობდა კომპრომისებში, ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ტერიტორიების დათმობას. მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელებზეა დამოკიდებული.

„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”, – აღნიშნა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g