მთავარ სლაიდზე ფოტო: მთის ამბები / mtisambebi.ge
გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, 15 იანვარს, მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) დაკრძალეს.
როგორც „მთის ამბები“ წერს, „ეს იყო მისი უკანასკნელი სურვილი“.
“ჩიტი საც იბადების, იმის ბაღდადი იქ არისო” ?
“ჩამასხდებიან ყორნები,
არ გაირევენ ძერასა,
კაცო ვერ გადაურჩები,
თავის ბედსა და წერასა”#მთისამბები
#მარტოკაციPosted by მთის ამბები / mtisambebi.ge on კვირა, 15 იანვარი, 2023
მიხა არაბული ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, რადგან სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.