LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მხოლოდ სამინისტროს თემა არაა – ჩემი, თქვენი, ყველას ბრალია: ვახტანგ გომელაური მოზარდებზე ძალადობის საკითხზე

104
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქობულეთში გარდაცვლი გოგოს საქმესა და გორში 13 წლის გოგოს მშობიარობის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი საკითხი, თუმცა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა არაა.

“რატომღაც ყველა იძახის, რომ სად იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სად იყო პოლიცია? მე არ ვირიდებ თემას – ყველას, არამარტო იგივე განათლება იქნება, თუ სხვა სამინისტრო, ყველა ჩვენი, თქვენი, ჩემი ბრალიც არის, ყველას ბრალია. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია,  13 წლის ბავშვზე ვერ გავიგებდით იმას, რაც მოხდა. ისე გავიდა ეს თვეები, არავის არაფერი არ უთქვამს. ეს საზოგადოების პრობლემაა, ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა, იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა. არანაირი ძალადაობა არ დაუფიქსირებიათ, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა. არავითარი პრობლემა არ ყოფილა მერე გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და თუ ვინმე გამოიკვეთება, მიდის გამოძიება,  მასაც დავაკავებთ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთი-ორი გახმაურებული შემთხვევა.

“სამწუხაროდ, სხვა ძალიან ბევრი შემთხვევაა და ეს არის საზოგადეობის პრობლემაც. არ ვირიდებ პასუხისმგებლობას, მეც მყავს შვილები, თქვენც გყავთ და უმძიმესი თემაა, “- დასძინა გომელაურმა.

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა: გომელაური

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში უსმენენ, სადაც იგი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

 

magti 5g