LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სანდოობის საკითხია… არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად: შარლ მიშელი მელიას გათავისუფლებაზე

103
შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებთან დაკაშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რათა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს.

მისივე განცხადებით, “არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად”.

“ეს სანდოობის საკითხია. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს ბოლო დღეების განმავლობაში და მაქვს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად და სწორი ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორცილებაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები