LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

199
BeFunky-collage - 2023-02-06T212827.579

2-3 დღეში გასაჩივრდება ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩა და სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლიდან.

“შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს. სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ წარმოგიდგენიათ სხვა ადამიანების საქმეზე რა გადაწყვეტილებას იღებენ.

ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა ეტაპები მალე იქნეს გავლილი, რომ მალე გადაიგზავნოს ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. 2-3 დღეში გასაჩივრდება ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლიდან და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იქ, სადაც სამართალი არსებობს”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g