LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის.. ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის“ – დიტო სამხარაძე უარყოფს, რომ მოქალაქეს დაემუქრა

1002
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიტო სამხარაძე ირწმუნება, რომ მიმოწერა, რომელიც AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუგზარ სულაშვილმა გამოაქვეყნა, მას არ ეკუთვნის.

მან მიმოწერიდან რამდენიმე სიტყვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მისი ტერმინები არაა.

„მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი „ექაუნთით“, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა. თუ „სქრინი“ არის საერთოდ „ფეიკი“.

ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

“ბიჭო“

„გაძუყვნა“

„ჩაიჯვი“

„მიწიდან ამოგთხრი“

„კეთილები“

და ბოლოს ყველაზე მაგარი, „ვირთხავ“   ამან დაგლიჯა.  ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ. ან როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს, იდიოტებო. ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის.

გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, ნაცების შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? ნაცებო, ფაშისტო, ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ჰოდა ფრთხილად იყავით!

ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მით უმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური ფეიკებისთვის გამოგიყენებენ!“ – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნუგზარ სულაშვილმა გამოაქვეყნა დიმიტრი სამხარაძის მიმოწერის „სქრინი“ და დაწერა:

„მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ ქოცების ბინძური კამპანიით თუ ფიქრობს, თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ. წავიდა ის დრო, ხალხი თქვენს შავ პიარს რომ უჯერებდა,“-  წერს ნუგზარ სულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები