LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს უნდა ვუმეოროთ ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს ყოველდღე, არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია!” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

70
58961494-2417345341650420-7023298468525375488-o-1

დეკანოზი თამაზ ლომიძე საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთი დღესაც ოკუპანტია.

“ეს უნდა ვუმეოროთ ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს ყოველდღე: გახსოვდეს, რომ სწორედ იმ 9 აპრილის ღამის, იგივე საბჭოთა სამხედროების ნიჩაბია და იგივე მხუთავი გაზია დღესაც ენგურში რომ გიხრჩობს შვილებს, ეზოში გიბამს მავთულხლართებს და თვალებს სთხრის შენს გოგო-ბიჭებს. ამიტომ, არ დაივიწყო 9 აპრილის ქართველთა ბრძოლა და მსხვერპლი საქართველოს თავისუფლებისთვის.

არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია!”, – წერს დეკანოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები