“ეს ველური დასავლეთი არ გეგონოთ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებია”, – ამ სათაურით ფოტომასალას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფოტოს ავტორი: ნინო სეთურიძეა.

„თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვაშლოვანის ჰოლივუდურ სამყაროში აღმოჩნდებით, სადაც თავს რომელიმე ვესტერნის გმირადაც კი იგრძნობთ“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ცნობისთვის, ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 292 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი  ქ. დედოფლისწყაროში მდებარეობს.

ფოტოები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან:

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები