LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმინაცია.. ჩემზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს“ – დაუვიწყარი კადრები თიკა ფაცაციას დაბადების დღის წვეულებიდან და ტელეწამყვანის ემოციური მიმართვა

27925
BeFunky-collage (1)

ცნობილი ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია, რომელსაც 18 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა, სამადლობელ პოსტს ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და ამავდროულად, გვიზიარებს გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიერ სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მაყურებელი ტელესახეს იუბილეს ულოცავს.

როგორც თიკა ფაცაცია წერს, აღნიშნული ვიდეო მისთვის სრული კულმინაცია იყო და მაყურებელს მისდამი გამოხატული სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

ვიდეო: „დაბადების დღის დედოფალი“ – როგორ ერთობა თიკა ფაცაცია მეგობრებთან ერთად საკუთარ დაბადების დღეზე

„ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმინაცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკირებლად??

ეს არის კოსმოსი, ეს არის ის, სადაც ვუშვებთ სიყვარულს, რომელიც მერე ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ან როდის ან რანაირად დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება მე არ ვიცი….. ჩემზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს და სიმპათიას.

ეს გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან?

მადლობელი ვარ თქვენი არსებობით, ადამიანებით, რომლებიც ასხივებთ სიკეთეს და სიყვარულს. ჩვენ ვცნობთ ერთმანეთს.

ჩემი დილა მშვიდობისა საქართველო გუნდს კი ვერასდროს გადავუხდი იმ სიხარულის და ბედნიერების ცრემლებისთვის მადლობას ❤️❤️❤️❤️ ძალიან გამიმართლა❤️ ძალიან“, – წერს თიკა ფაცაცია.

 

ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმიანცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკიდებლად??? ეს არის კოსმოსი,…

Posted by Tika Patsatsia on ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023

 

„რა კარგია ამდენი მოლოცვა.. ეს არის ჩემი ძალა, ენერგია, რომელიც მინდა, რომ სულ მქონდეს“ – იუბილარი თიკა ფაცაცია ვიდეოს აქვეყნებს

ფოტო/ვიდეო: „ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული უნდა მყავდე მუდამ“ – როგორ ულოცავენ თიკა ფაცაციას იუბილეს

თიკა ფაცაციამ დაბადების დღე ახლო მეგობრების წრეში გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g