“ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიმოსვლა უსაფრთხო ვითარებაში განახლდება. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ რომ არ შევუქმნით რისკებს და არც ისინი შეგვიქმნიან”,- Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა განაცხადა. პედრო სანჩესმა პრესონფერენციაზე ასევე, შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი დააანონსა.

8 ივნისიდან ესპანეთის პრიმერა დივიზიონი ლა ლიგა განახლდება, თუმცა მატჩები ცარიელ სტადიონებზე გაიმართება.

ესპანეთში “კოვიდ 19”-ს 28  ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მარტში კარანტინის გამოცხადების შემდეგ მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05