LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი – პაპუაშვილი მელიაზე

62
BeFunky-collage (5)

ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით პიარულად თემა აწიონ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო: მელიას ადვოკატი

 მისი შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები თავს „არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ“.

“გარწმუნებთ, რომ შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ, ყველაფერი მოხდა ჩვენ თვალწინ, ჩვენ თვალწინ ვნახეთ როგორ არღვევდა კანონს ნიკა მელია”.

მელიამ რომ დაწერა, ეს საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, სინამდვილეში საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, მას ამის თქმა ეთაკილება, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g