LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო: მელიას ადვოკატი

162
დიტო საძაგლიშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ დღეს მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა.

როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით სვამს კითხვას – შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.

„ნიკა მელიას დაპატიმრების მეორე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  სარჩელი გავაგზავნეთ, სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა.

მნიშვნელოვანია, მათ შორის, არის კითხვა მეცამეტე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მეცამეტე მუხლი განიხილება პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საქმეებში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კითხვებში მოყვანილია „ტიმოშენკო-უკრაინის წინააღმდეგ“ და „ნავალნი-რუსეთის წინააღმდეგ“ მაგალითები. სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს შეეხება. ახლა ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს უნდა უპასუხოს,“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

პოპულარულები