LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euronews: მორიგი პანდემიის საფრთხე ჩინეთიდან – მოსახლეობის ნაწილს ახალი ვირუსი დაუდასტურდა

283
773x435-cmsv2-a60ee427-90ac-5adb-9bd3-3bf8daf24607-4779216

ახალი პანდემიის საფრთხე – ისევ ჩინეთი და ისევ გრიპი. ამჯერად ცვლილება ღორის გრიპმა განიცადა.

ღორის გრიპის ახალი შტამი, ღორის ხორცთან მომუშავე გამოკვლეული ადამიანების 10%-ს დაუდასტურდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ვირუსს “პანდემიის პოტენციალი” აქვს.

 

G4

2011 და 2018 წლებში გავრცელებული H1N1-ის ახალი შტამი ჩინეთში და ბრიტანეთში მომუშავე მკვლევარებმა აღმოაჩინეს. ახალ ვირუსს G4 უწოდეს.

“G4 ვირუსს პანდემიისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ღორებთან და ღორის ხორცთან მუშაობენ, ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. ამიტომ ღორის ხორცზე მომუშავე მუშაკების დაუყოვნებლივ შემოწმება აუცილებელია“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ PNAS- ში. 

 

როგორ ვრცელდება

ამ ეტაპზე ვირუსი ღორიდან ადამიანზე გადადის. ჯერჯერობით ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ დადასტურებულა, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და მან ეს თვისებები უკვე შეიძინა.

338 ღორის ხორცთან მომუშავე ადამიანზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ 10,4 პროცენტი დადებითად მოქმედებს G4 EA H1N1 ვირუსზე. 8-დან 35 წლამდე ასაკის მონაწილეთა მაჩვენებელი კი უფრო მაღალია 20.5 %

“ეს ვირუსი შესაძლოა პანდემიის მორიგი “თაობაა” – ნათქვამია კვლევაში.

ასევე, ცნობილია რომ არსებული ვაქცინები (რომელიც ღორის გრიპისთვის შეიქმნა) ახალ ვირუსსზე არ მოქმედებს.

2009 წელს ღორის გრიპის ახალი შტამების გაჩენის შედეგად მსოფლიოში 157 000-575 000 ადამიანამდე აიღუპა. დაღუპულთა 40 პროცენტი 65 წელს გადაცილებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები