LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო – მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა

74
28b8f12309e9ac4afaade20e5d04ffc2_XL

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.

ამის შესახებ ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

“მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g