LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო: შალვა ნათელაშვილი

126
shalva-natelashvili-

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეაფასა.

ის ეუთო/ოდირის ანგარიშს უნდობლობას უცხადებს და გამოქვეყნებულ დოკუმენტს დანაშაულებრივს უწოდებს.

“დანაშაულებრივი დოკუმენტია, გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში.

საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზებაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g