LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დროშა ვინც ჩამოხსნა, ისინი მტრობენ „ქართულ ოცნებას”: ალუდა ღუდუშაური

62
ესტქწე

ევროკავშირის დროშა ვინც ჩამოხსნა, ისინი მტრობენ „ქართულ ოცნებას“, მტრობენ ქვეყანას და ცდილობენ, ასეთი პროვოკაციებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ გვიან ღამით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული.

„ეს ვინც გააკეთა და საერთოდ ასეთი ფაქტების ჩამდენი პირები არიან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები; ძალიან მარტივი მიზეზია, ვინც ამას აკეთებს, მათ უნდათ, რომ ყველაფერი დაბრალდეს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“, ამავდროულად, მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“ და სახელმწიფოს. ვერც ერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ყველა ასეთ ფაქტზე იქნება ადეკვატური რეაგირება“, – აცხადებს ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, პარლამენტთან საკუთარი ხელით აღმართა

ვერა ქობალია: “ევროკავშირის დროშას რო წვავ, მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა…”

ზვიად კორძაძე: “ევროკავშირის დროშა დაწვეს კი არა, ილია მოკლეს ამ ქვეყანაში ერთი საუკუნის წინ იმის გამო, რომ მისი აზრები არ მოსწონდათ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g