2022 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 424.4 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.4 პროცენტი შეადგინა და წლიურად 455.7 პროცენტით მოიმატა.

ეროვნული ბანკის ცნობით, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (78.4 პპ), თურქეთიდან (51.2 პპ) და სომხეთიდან (46.6 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა, დაახლოებით, 11-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 29.9 პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლიეტუვადან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები