კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიცია რომელიც გააჩნია სასამართლოს, ობიექტური, სამართლიანი და სწორია.
„როგორი ფორმით წარმოუდგენია, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან, პოზიცია რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი.
კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და რეალურად შეაფასონ ვითარება”, – აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა.