ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს.
EU foreign agree to give green lights for sanctions against #Belarus. working groups will draw up lists
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 14, 2020
მისი ინფორმაციით, სია უახლოეს დღეებში შემუშავდება.
ბელარუსში აქციების მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა პოლონეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმაც.
იაცეკ ჩაპუტოვიჩის თქმით, სჯერათ, რომ შეზღუდვები მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, საზოგადოებას ზიანს ვერ მოუტანს.
ვიდეო: მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს, მათ აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ
მინსკში საპროტესტო გამოსვლები საყოველთაო გაფიცვამ ჩაანაცვლა. მინსკის ცენტრში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც წამყვანი საწარმოების მუშები, პედაგოგები, ექიმები და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმოები შეურთდნენ.