LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა და დასავლეთი უფრო ფხიზელი გახდა, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში მიმდინარე ოკუპაცია დასრულდეს – პაპუაშვილი

54
შალვა პაპუაშვილი

„კარგია, რომ სხვანაირი პერსპექტივით გამოჩნდა, რა უსაფრთხოების რისკები მომდინარეობს რუსეთისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონში არსებული ვითარების შეფასების დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპა უფრო ფხიზელი გახდა, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს:

„ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ახლა სინანულით საუბრობს, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხი საუბრობდა, ბოლომდე არ იჯერებდნენ. საუბარია რისკებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსეთისგან მსოფლიო უსაფრთხოების და განსაკუთრებით რეგიონის უსაფრთხოების კუთხით.

ამას არ იჯერებდნენ, სანამ ეს რისკი ევროპის საზღვრებთან ახლოს არ მივიდა. კარგია, რომ სხვანაირი პერსპექტივით გამოჩნდა, რა უსაფრთხოების რისკები მომდინარეობს რუსეთისგან. ამას უბრალოდ კი არ ვამბობთ, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია – იყო ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებული სხვა ქვეყნის, რუსეთის მიერ. საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა ეს რისკები და ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები გაიხსნა და ნატოში სპეციალურად მორგებული პროგრამა მივიღეთ. ასევე უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და ზოგადად, დასავლეთი. ამიტომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს. თუმცა ეს არის ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილია ის, რომ ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა ერთმანეთი დავიბრუნოთ.

ეს არის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეწევა და ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში 10-წლიან მშვიდობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები