LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარებს გავაცნობთ მტკიცებულებების დონეზე თუ ვის მიესადაგება ოლიგარქის უკრაინული მცნება და ვის არა: კობახიძე

181
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყველა აქტუალურ თემაზე ექნება საუბარი, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზეც, რომელიც იმ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

კობახიძის თქმით, ევროპელ კანონმდებლებს გააცნობენ რეალურ ვითარებას.

“გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა“, – აღნიშნავს კობახიძე.

კობახიძემ აგრეთვე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფების ფორმატში ოპოზიციის “რადიკალური ნაწილი” არ ერთვება, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება სტატუსის მიღებით “ქართულმა ოცნებამ” ქულები ჩაიწეროს.

“აქედან გამომდინარე დაკავებულები არიან საბოტაჟით” – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე განმარტავს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღებით დაინტერესებული არ არის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ 12-პუნქტიანი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ერთვება სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარმართულ პროცესში. ეს პირდაპირ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას, რომ ისინი რეალურად დაინტერესებულები არიან არა იმით, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არამედ საპირისპიროთი. ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება სტატუსის მიღებით ქულები ჩავიწეროთ. აქედან გამომდინარე, დაკავებულები არიან საბოტაჟით“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, თბილისში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება.

პოპულალურები