LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის გაფართოება მოითხოვს რეფორმებს…ქართველი ხალხი იმსახურებს აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს: დევიდ მაკალისტერი

87
image_2022-07-20_143730334

ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას“ – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკალისტერის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ

“მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საბაზრო ეკონომიკის სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.” – განაცხადა მაკალისტერმა.

“მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას… მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგიც” – რას აცხადებს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ

პოპულარულები